ჩვენ შესახებ

შპს თამ მენეჯმენტი არის კერძო ავიამწარმოებელი, რომელიც დაარსდა 2015 წელს. ის დაკომპლექტებულია კვალიფიციური პერსონალით რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება ავიამშენებლობაში.

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა სამხედრო და სამოქალაქო ავიაციის პროდუქტების დიზაინი, წარმოება, შეკეთება და რემონტი.

კომპანიამ, ფუნქციონირების დაწყებისა და წარმატებული განვითარების უზრუნველსაყოფად, მისთვის სარგებლობაში გადაცემული ამორტიზებული საამქროს ჩაუტარა სრული სასარემონტო სამუშაოები და უახელსი ტექნიკური აპარატურიტ აღჭურვა.

საამქრო აკმაყოფილებს მსგავსი ტიპის საწარმოო ინფრასტრუქტურისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ და საერთაშორისო მიღებულ ნორმებს, როგორც ტექნიკური (მ.შ. სეისმომედეგობის, სახანძრო უსაფრთხოების), ასევე, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით.