საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ისტორია

ამ ქარხნის ისტორია იწყება მეორე მსოფლიო ომის დაწყებით, როდესაც N#31 ტაგანროგის და N#45 სევასტოპოლის ქარხნები ევაკუირებულ იქნა თბილისში. საბჭოთა კავშირის საავიაციო მრეწველობის სახალხო კომისარიატის N#1173 ბრძანებით 1941 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა „თბილისის დიმიტროვის სახელობის N#31 ქარხანა“. სწორედ აქედან იწყება ამ უნიკალური ქარხნის ისტორია.

ქარხანამ მალევე დაიწყო თვითმფრინავების წარმოება და 1942 წლისთვის 714 თვითმფრინავი ქონდა გამოშვებული.

საავიაციო ქარხნის მიერ წარმოებული ერთადგილიანი ავიაგამანადგურებელი LaGG-3 ეფექტური იყო საჰაერო ბრძოლებში. მთლიანობაში ფრონტმა თბილისის საავიაციო ქარხნისგან 2086 ცალი ლაგგ-3 ტიპის გამანადგურებელი მიიღო. პარალელურად, ქარხანა უშვებდა La-3 და Yak-3 მოდელებსაც. ამ პერიოდში ქარხანა კავკასიის ფრონტისთვის მოიერიშე თვითმფრინავების ერთადერთი მიმწოდებელი იყო.

ომის შემდეგ ქარხნის ისტორიაში დაიწყო რეაქტიული თვითმფრინავების ეპოქა. 1946 წელს იაკოვლევის დიზაინის ბიუროსთან თანამშრომლობის შედეგად ქარხანამ გამოუშვა პირველი საბჭოთა გამანადგურებელი თვითმფრინავი, Yak-15, რასაც მოყვა Yak-17 და Yak-23.

1950-იანი წლებიდან ქარხანა აწარმოებდა Mikoyan MiG-15 და MiG-17 გამანადგურებლებს, ხოლო 1957 წელს დაიწყო ახალი თაობის ზებგერითი გამანადგურებლის, MiG-21 და მისი მოდიფიკაციების წარმოება.

ამავდროულად, ქარხანამ დაიწყო ბირთვული მუხტის მქონე ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა K-10 წარმოება. 1959-1966 წლებში ქარხანა აწარმოებდა პირველი საბჭოთა უპილოტო საფრენი აპარატს, La-17 და La-17M.

1978 წლიდან ქარხანა Su-25 ტიპის (დასავლეთში ცნობილი, როგორც „frogfoot“) მოიერიშე თვითმფრინავის წარმოებას შეუდგა და 800 ერთეულზე მეტი გაიტანა ექსპორტზე. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ქარხანა წელიწადში აწარმოებდა 6000-ზე მეტ R-60 & R-73 რაკეტას.

MiG-15

ავიაციის ისტორიაში ყველაზე მეტად წარმოებული გამანაგდურებელი რომელიც კორეის ცას დომინირებდა.

MiG-17

ლგენედრაული გამანადგურებელი რომელიც თავი ვიეტნამის ომისას დაამტკიცა.

MiG-21

ავიაციის ისტორიაში ყველაზე მეტად წარმოებული ზებგერით თვითმფრინავი.

Su-25

ლეგენდარული მოიერიშე თვითმფრინავი.