ლიცენზიები და სერტიფიკატები
მთავარი / ჩვენ შესახებ / სერტიფიკატები
კომპანია ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ზოგადი ლიცენზიების საფუძველზე:
- სამხედრო პროდუქციის შეკეთების გენერალური ლიცენზია (მათ შორის მოდერნიზაცია და ადგილზე მომსახურება)
- სამხედრო საქონლის ვაჭრობის გენერალური ლიცენზია
- სამხედრო პროდუქციის წარმოების გენერალური ლიცენზია
საამქრო აკმაყოფილებს მსგავსი ტიპის საწარმოო ინფრასტრუქტურისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ და საერთაშორისო მიღებულ ნორმებს, როგორც ტექნიკური (მ.შ. სეისმომედეგობის, სახანძრო უსაფრთხოების), ასევე, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
კომპანიის მართვის სისტემა დაფუძნებულია კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკაზე. საწარმო ფლობს ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სერტიფიკატებს – ISO:2015 და EN 9100:2018.