ჩვენ შესახებ
მთავარი / ჩვენ შესახებ / კომპანია
შპს თამ მენეჯმენტი არის კერძო ავიამწარმოებელი, რომელიც დაარსდა 2015 წელს. ის დაკომპლექტებულია კვალიფიციური პერსონალით რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება ავიამშენებლობაში.
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა სამხედრო და სამოქალაქო ავიაციის პროდუქტების დიზაინი, წარმოება, შეკეთება და რემონტი.
კომპანია ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ზოგადი ლიცენზიების საფუძველზე:
- სამხედრო პროდუქციის შეკეთების გენერალური ლიცენზია (მათ შორის მოდერნიზაცია და ადგილზე მომსახურება)
- სამხედრო საქონლის ვაჭრობის გენერალური ლიცენზია
- სამხედრო პროდუქციის წარმოების გენერალური ლიცენზია
კომპანიამ, ფუნქციონირების დაწყებისა და წარმატებული განვითარების უზრუნველსაყოფად, მისთვის სარგებლობაში გადაცემული ამორტიზებული საამქროს ჩაუტარა სრული სასარემონტო სამუშაოები და უახელსი ტექნიკური აპარატურიტ აღჭურვა.
საამქრო აკმაყოფილებს მსგავსი ტიპის საწარმოო ინფრასტრუქტურისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ და საერთაშორისო მიღებულ ნორმებს, როგორც ტექნიკური (მ.შ. სეისმომედეგობის, სახანძრო უსაფრთხოების), ასევე, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
კომპანიის მართვის სისტემა დაფუძნებულია კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკაზე. საწარმო ფლობს ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სერტიფიკატებს – ISO 9001 2016 წლიდან და EN 9100 2018 წლიდან.